LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცენტრ პოინტის პრობლემის მოგვარებაში დიდი წვლილი მიუძღვის” – “ადამიანობით გამორჩეული მეგობარი დავკარგე” –  როგორ ემშვიდობებიან მეგობრები ილია ელოშვილს

494
ილია ელოშვილი

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ილია ელოშვილის ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, თბილისის მერის მოადგილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ილია ელოშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

გუკა რჩეულიშვილი წერს, რომ ილია ელოშვილს „ცენტრ პოინტის“ პრობლემის მოგვარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

„ტრაგედიაა ახალგაზრდა კაცის სიკვდილი, ილია წესიერი, კარგი და ძალიან მშრომელი ადამიანი იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა ცენტრ პოინტის პრობლემის მოგვარებაში და ხალხს განსაკუთრებულად უყვარდა RIP?. – წერს გუკა რჩეულიშვილი.

დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი ამბობს, რომ გამორჩეული კოლეგა და მეგობარი დაკარგა.

 

 

„-ილო!
-რაო მანჩ…
სიკეთით, წესიერებით, ადამიანობით გამორჩეული კოლეგა და მეგობარი დავკარგე:(((
სადღაც აუცილებლად შევხვდებით, დროებით!“. – წერს სოციალურ ქსელში მანანა თოქმაჯიშვილი.

ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები