LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი არ ყოფილა, სათამაშო ტიპის – სპორტული იარაღი ჰქონდა: საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი

91
თავდასხმა საქ ბანკზე

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულის, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ჭოჭუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი არ ყოფილა და მხოლოდ სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა.

ადვოკატის თქმით, წურწუმია სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ჭოჭუას განცხადებით, დაკავებულს ემოციური ფონი აქვს და ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

„ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით, ვინაიდან არის ძალიან აღელვებული. დიდი ემოციური ფონი აქვს და ხვალიდან დამშვიდებულზე ითანამშრომლებს გამოძიებასთან. მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ჰქონდა სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი.

არანაირი დაზიანება არ აქვს. თვითონვე ჩაბარდა. ახლა იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ხვალ შევალთ ადვოკატები, მოვინახულებთ და დანარჩენი, რომ გავესაუბრებით მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, ხვალ დაგვიკავშირდებიან“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ჭოჭუამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს ერთი პირი დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. მამაკაცი მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები