LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის შესაძლოა პარასკევს შედგეს

76
1621499957-188702287-5765327420151894-2422775583315660003-n-1024x640

The Wall Street Journal-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა, 21 მაისიდან ამოქმედდეს.

მათივე ცნობით, ეგვიპტის წარმომადგენლებმა მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერებთან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, ისრაელის ხელისუფლების წევრები კი ამბობენ, რომ ქვეყანა ყველა სამხედრო მიზნის მიღწევასთან ახლოს არის.

როგორც გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას მიმდინარე კვირაში ელოდება, თუმცა კონკრეტული დღე დადგენილი არ არის.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. საუბრის დროს ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ის ელოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები