რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თურქი კოლეგა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი 5 მარტს ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ.

როგორც ცნობილია, მხარეების განხილვის მთავარი თემა იდლიბში მიმდინარე მოვლენები იყო.

ბოლო პერიოდში, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულად დაიძაბა, რაც იდლიბში პროთურქულ სირიის ოპოზიციასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის ჯარებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდეტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერა.

„თურქეთი პოლიტიკურად ვაჭრობს“ – რუსეთ-თურქეთი ახალი ომის ზღვარზე?

მოსკოვში შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ერდოღანი და პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

როგორც პრეზიდენტებმა ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 6 მარტს, ადგილობრივი დროით შუაღამისას შევა.

გარდა ამისა, რუსეთი და თურქეთი გზატკეცილ M-4-დან ჩრდილოეთით და სამხრეთით, ექვსი კილომეტრის რადიუსში, უსაფრთხოების კორიდორს შექმნიან  და მის ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ.

 

აღსანიშნავია, რომ პუტინის მიერ ერდოღანის მიღებას „თვალს ადევნებდა“ საათი, რომელზეც ასახულია „ბალკანეთის გადაკვეთა“. ბრინჯაოს ქანდაკებაზე ასახულია რუსი ჯარისკაცების ბედი, რომლებმაც 1877-1878 წლებში თურქები ბულგარეთში დაამარცხეს.  ამავე დროს, იმპერატრიცა ეკატერინე უყურებს  სულთანს,  რომელმაც ოსმალეთის იმპერიისგან ყირიმი გამოიხსნა.

ასეთი მესიჯების შემდეგ ძნელია, დაიჯერო, რომ პუტინისა და ერდოღანის შეთანხმება დიდხანს გაგრძელდება.

შეგახსენებთ,  სირიის ჩრდილოეთ პროვინცია იდლიბში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია 1 მარტს დაიწყო. ანკარის სამხედრო ოპერაცია ბაშარ ასადის წინააღმდეგაა მიმართული. ასადს კი მხარს რუსეთი უჭერს. ბოლო პერიოდში ამ დაპირისპირებას ემსხვერპლნენ როგორც თურქი, ისე რუსი სამხედროები.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05