LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bus Lane-სა და ველობილიკზე მოძრაობისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდა

573
14469264_1308780135813793_2077049723_n

დღეიდან მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები ამოქმედდა.

კერძოდ:

  • სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა. 
  • წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის გარეშე, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • ამავე დროს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყოს მისი მოპარვით, სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დეპუტატებმა კახა კუჭავამ და გოგა გულორდავამ მოამზადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები