LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბუმბულს თუ გაიყრი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ფარშევანგი გახდები!” – ჩაკ პალანიკის ცნობილი გამონათქვამები

7157
03-jG9iwS6

რომანის “მებრძოლთა კლუბი” შექმნის იდეა პალანიკს ტურისტულ ლაშქრობაში გადატანილი ჩხუბის შემდეგ გაუჩნდა. მართალია, გვარიანად ნაცემი მწერალი ერთიანად დალურჯებული იყო, მაგრამ კოლეგები არც დაინტერესებულან მისი მდგომარეობით. სწორედ მათი დამოკიდებულება იქცა პალანიკისთვის ადამიანების გულგრილობაზე რომანის შექმნის მოტივაციად.

fortuna.ge გთაბაზობთ ჩაკ პალანიკის ფრაზებს:

ისინი, ვინც არც სვამენ, არც ეწევიან, არასდროს იგინებიან და არ საუბრობენ სექსზე, ძალიან სერიოზულ ეჭვს იწვევენ ჩემში.

ადამიანები წლობით მუშაობენ საძულველ სამსახურში მხოლოდ იმისთვის, რომ შეიძინონ, ის, რაც არაფერში არ სჭირდებათ.

უბედურებისგან თავის დაღწევა თუ გინდა, იქნებ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭო საკუთარ პეროსნას.

ხელოვნება მხოლოდ დარდით იბადება და არასდროს სიხარულით.

სამყარო მათი წყალობით ბრუნავს, ვინც მის წინააღმდეგაა.

ნარკოტიკები, ღორმუცელობა, ალკოჰოლი და სექსი – მხოლოდ სიმშვიდის მოპოვების პრიმიტიული მეთოდებია.

შესაძლოა, ჯოჯოხეთში არა იმ საქციელისთვის ვხვდებით, რომელიც ჩავიდინეთ, არამედ იმ საქმეებისთვის, რომლებიც ბოლომდე არ მივიყვანეთ.

რთულია ტკივილის დავიწყება, მაგრამ ბევრად რთულია სიხარულის გახსენება, რადგან ბედნიერება არასდროს ტოვებს სამახსოვრო იარებს.

მშვიდობიან დროს შეუძლებელია რაიმეს სწავლა.

არავითარი სქესთა თანასწორობა არ არსებობს. მხოლოდ მაშინ დავიჯერებ თანასწორობას,  როცა მამაკაცები ბავშვების გაჩენას დაიწყებენ.

გვიყვარს ტრაგედია, ვგიჟდებით კონფლიქტებზე, გვჭირდება დემონი და თუ არ იქნება, აუცილებლად თვითონ შევქმნით.

ზოგიერთი ადამიანად იბადება, ზოგი კი, მთელი ცხოვრება ცდილობს გახდეს ადამიანი.

ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით. მიზანი არა მარადიული სიცოცხლე, არამედ შექმნაა იმისა, რაც მარადიულად იცოცხლებს.

სანამ არ გიპოვნია, რისთვისთვისაც ბრძოლა ღირს, შეგიძლია სხვა რამის წინააღმდეგაც იბრძოლო.

ძალიან ხმაურიანი კომპლიმენტი უფრო მტკივნეულია, ვიდრე სილის გაწნა.

არარეალობა რეალობაზე ძლიერია, რადგან რეალობაში სრულყოფილება არ არსებობს, სრულყოფილია მხოლოდ ის, რასაც საკუთარი თავისთვის იგონებ.

სილამაზე ისეთივე ძალაა, როგორც ფული და დატენილი პისტოლეტი.

ისეთი ახალგაზრდა როგორც გუშინ საღამოს იყავი, ვერასდროს ვეღარ იქნება.

ვისაც კეთება შეუძლია – აკეთებს, ვისაც არ შეუძლია – აკრიტიკებს.

გუშინ, მასთან ერთად მშვენიერ მომავალზე ფიქრობდი, დღეს კი, წარსულით ცხოვრობ და ვერაფრით გაგიგია რაში გჭირდება აწმყო.

ნამდვილ თავისუფლებას მხოლოდ მაშინ მოიპოვებ, როცა ყველაფრს კარგავ.

ადამიანზე სიმართლის გასაგებად, მასთან მაქსიმალურად ახლოს მისვლაა საჭირო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

ადამიანები მზად არიან გაყიდონ ყველაფერი საკუთარი თავის ჩათვლით, თუ ფასი დააკმაყოფილებთ.

ნივთები, რომლებსაც ფლობ, ერთ დღეს თვითონ გახდებიან შენი მფლობელი.

ბოროტი არ ვარ, უბრალოდ არასდროს მეშინია ადამიანებისთვის სასტიკი, არასასიამოვნო სიმართლის თქმა.

ტკივილის დაწყების საუკეთესო მეთოდი – წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებაა.

შეგიძლია იტირო, თუ ტირილი შეგიძლია.

თუ სხვა დროს და სხვა ადგილას შეიძლება გაღვიძება, რატომ არ შეიძლება სხვა ადამიანად გაიღვიძო?

მშობლები ჯერ ჩუქნიან შვილებს სიცოცხლეს, მერე საკუთარი ცხოვრების თავსმოხვევით ართმევენ.

ყველას გვაქვს ის მთავარი, რასაც გავურბივართ.

ადამიანი მაშინ კი არ იცვლება, როცა სხვას უყვარს, არამედ მაშინ, როცა თვითონ უყვარდება.

…შეგიძლია დამივიწყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აღარ ვიარსებებ…

სიკვდილი – პირველი ნაბიჯია მარადიული სიცოცხლისკენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები