LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „თქვენ სად მიპორწიალობთ სამღერლად.. რაის „ჩვენ ერთად!“.. ცივილიზებული სამყარო რუსეთს ტერორისტ ქვეყანად განიხილავს და რა ღირს ასეთ ვითარებაში ამ მასკოვიაში სიმღერა და ცეკვა.. ან მრჩეველი არ გყავთ, ან ოჯახში ერთი გონიერი“

342
BeFunky-collage (2)

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.

პეტრიაშვილი, ამჯერადაც, აქვეყნებს მორიგ პოსტს, სადაც ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს აჯამებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BDN #BუკაDეილიNიუსი მოვიდა ახალი ამბების დასტით!

ფრონტებიდან ვითარება უცვლელია! ძირითადად მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები და არტილერიული დუელები! აქ ადვილია დასაწერად და არტილერიული დუელი და რაკეტების სროლა გუშინ მაგალითად ნიშნავდა დნიპროს, კრივოი როჰის და ჰერსონის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას!

ძალიან ფრთხილად გეტყვით, რომ ნელ-ნელა გადადიან ჩვენები დნიპროს მარცხენა ნაპირზეც და ნელ-ნელა გადის ურდო მარცხენა სანაპიროდან!

ადრეც დავწერე და გავიმეორებ: ყირიმზე სერიოზული პანიკაა და ჰერსონის მერე მიდის ტვინების რეცხვა-მომზადება პროპაგანძილებში, რო ყირიმიდანაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გავიდნენ!

ასევე სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ურდო ემზადება ზაპოროჟიეს ატომური ელექტორსადგურიდან დათესვისთვის. მიხაილო პოდოლიაკმა ღიად თქვა, რომ დიდხანს მაინც ვერ გაჩერდებიან მანდო. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, მალე ზაესი დაუბრუნდეს მფლობელს.

ზაპოროჟიეში თუ რამე გამახარებს წლის ბოლომდე და მელიტოპოლის გათავისუფლება იქნება. ყველა თვალსაზრისით ძალიან დიდი ამბავი იქნება. ვნახოთ, ვნახოთ!

ლუჰანსკის მიმართულებით ურდო წერს და ჩვენებიც ნაწილობრივ ადასტურებენ, რომ კრემენნას მიმართულებით მიდის სერიოზული ბრძოლები. აგრეთვე, სვატოვოს მიმართულებითაც. საქმე ისაა, რომ ჰერსონიდან სწორედ აქედან და დონეცკისკენ გადმოისროლეს რეალურად ქმედუნარიანი ძალები!

დონეცკის მიმართულება – ავდეევკა, ბახმუტი, პავლივკა, უჰლედარი, სოლედარი, ნოვომიჰაილოვკა, ოპიტონოე, ვოდიანოე – ყველა ამ დასახლებული პუნქტის მიმართულებით მიდის ძალიან სერიოზული ბრძოლები, ძალიან მძიმე პირობებში, მაგრააამ…… სანტიმეტრით არ დაუხევიათ ჩვენებს უკან. ერთი აზარიანკაში შევიდნენ დღისით და იქიდანაც კუდით ქვა ასროლინეს ჩვენებმა!

ბელარუსის მიმართულებიდან დღეს შემოჭრის საფრთხე და შეტევის დაწყების შანსი მინიმალურია, მაგრამ საფრთხე არ მოიხსნება, ვიდრე არ დავაბაბანებთ ბოლომდე ურდოს, პუტლერს და ლუკაშიე მათხუარს ერთად!

აი ამ დბაბანებისთვის დიდებული რამაა ბრიტანული მაღალი სიზუსტის რაკეტები ბრიმსთოუნ 2, რომელიც გადმოსცეს ჩვენებს ჯიგარმა ბრიტებმა. კიდევ 10 ეკიპაჟი მოამზადეს სიკორსკის სი 61 სი ქინგ ვერტმფრენების სამართავად! რაღაცები გამოცხვებააა მალეეე! ✊????✊

ურდოს თვითმფრინავებიც დაფრინავდნენ სატვირთო ამ დღეებში ჩინეთში. უბნობენ, რომ ფორმები და ჯავშანჟილეტები წამოიღესო.

ნუ, თუ ახალი ტალღა მართლა დაიწყო (ვარაუდობენ 10 დეკემბრიდან, თუმცა, ასევე არის აზრი, რომ ახალი წლის მერე) და დამატებითი ასეულ ათასობით ურდოსიკის წასხმა მოუწია ფრონტზე, ჩრდილოკორეული ფორმებიც არ ეყოფა მაგ საქმეს!

სხვათაშორის ეგ მობილიზაცია თუ დაიწყო, ისევ დაიწყებენ დათესვას და მოადგებიან ისევ ლარსს ეს შობელნაშობები!

ჩინეთზე გამახსენდა, ირანის სიკეთის არ იყოს, ამოუვიდა ხალხს ყელში რეჟიმი და დიქტატურა. აქ კოვიდის ამბავია, მარა ხალხი პეკინში და შანხაიში გამოვიდა და ძირს კომუნუსტური პარტია და ძირს სი ს გაიძახის!

თქვენ სად მიპორწიალობთ სამღერლად თქვე უპატრონოებო! რაის “ჩვენ ერთად”! მთელი რუსეთი რუსეთიდან გარბის თავქუდმოგლეჯილი, მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ამ ომში რუსეთი და პუტლერის რეჟიმი დამარცხდება, ცივილიზებული სამყარო რუსეთს ტერორისტ ქვეყანად განიხილავს და რა ღირს ასეთ ვითარებაში ამ მასკოვიაში სიმღერა და ცეკვა. რა ვიცი, ან მრჩეველი არ გყავთ, ან ოჯახში ერთი გონიერი :((((((((((  ?????

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის იმპერია ჩვენს თვალწინ ინგრევა!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11-13 დეკემბერს მოსკოვში ფართომასშტაბიანი ღონისძიება, ქართული კულტურის დღეები იგეგმება.

ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, ” ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა.” მათ ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით სახელწოდებით “ჩვენ ერთად ვართ”დასრულდება, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზ “კოსმოსში” გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და რუსი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები