LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „დღეს ჩანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა! ავი ხმები ამბობენ, შეიძლება საომარი მდგომარეობაც გამოაცხადოს და ქვეყანაც ჩაკეტოსო!“

106
BeFunky-collage (2)

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.

ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას გვამცნობს და უახლეს ცნობებს გვიზიარებს.

ბუკა პეტრიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აბა, დილა მშვიდობისა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოგიყვებათ ცხელ-ცხელ ამბებს, ვიდრე “რონდელის მსოფლიო რადარი” 10.00 რადიო პალიტრას 103.9 ტალღაზე და “დილის საუბრების” ფბ გვერდზე გიამბობთ უფრო ვრცლად!

მოკლედ, გუშინ გამოაგორეს ტელევიზიით “არმაგედონ” ჯანდაბა მაგას სუროვიკინი, რომელიც ურდოს ხელმძღვანელობს უკრაინასთან ომში. ჰოდა, ამ სუროვიკინმა მოუწოდა ხერსონის მოსახლეობას დატოვონ ქალაქი, არ არის მარტივი სიტუაცია და კიდევ უფრო შეიძლება დამძიმდესო და რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოსო! ჩვენები რომ უტევენ და მალე მიადგებიან ხერსონს, ეგ კი ვიცით, მაგრამ ამ სუროვიკინმა ცუდი მინიშნება გააკეთა, უკრაინელებმა შეიძლება კახოვკის ჰესის დამბას აკრძალული იარაღი დაარტყან და ქალაქი დატბორონო. ასეთი რამე ცხადია თავში მხოლოდ თავად რუსებს შეიძლება მოუვიდეთ.  ერთი კი თქვა, ჩვენ ჯარსაც და ხალხსაც ვუფრთხილდებითო! შეიძლება აქ არსებული ნაწილები გაიყვანონ დნეპრის მარცხენა ნაპირზე და სხვა მიმართულებაზე შეტევისთვის გამოიყენონ!

დღეს ჩანიშნა ნაძირალა პუტლერ/პუილომ უშიშროების საბჭოს სხდომა! ავი ხმები ამბობენ, შეიძლება საომარი მდგომარეობაც გამოაცხადოს და ქვეყანაც ჩაკეტოსო! ჩაკეტვაზე გამახსენდა, მაგის ბებერმა ჯაგლაგმა ლავრუშამ აზრი აღარ აქვს ჩვენი საელჩოების შენახვას გარეთ, აღარც სამუშაო აქვთ და არც პირობებიაო! ??? თქვე მართლა კეთროვანებო თქვენა!

დონეცკის მიმართულებაზე ყველაზე რთული უბნებია კვლავ ბახმუტი და სოლედარი. ასკდებიან ჩვენების დაცვას ვაგნერელები და ჩვენებიც ისტუმრებენ შტაბელებით კობზონ ველიზე!

მოკლედ, ყურადღებით ველოდებით მოვლენების განვითარებას ხერსონიდან!

ვიდრე დიდი იერიში დაიწყება, ჩვენებმა მარტო გუშინ 1 სუ-25 ხერსონში ჩამოაგდეს და კიდო 5 ალიგატორი კა-52 დაამიწეს. ხერსონში 3 საწყობი გაუნადგურეს ურდოს და 100-მდე ორკი კობზონთან გაამგზავრეს!

გუშინაც ისევ ცვიოდა ურდოს ირანული დრონები! მოკლედ, ნატოს გენ.მდივანმა განაცხადა რომ უახლოეს დღეებში დაიწყება დრონსაწინააღმდეგო სისტემების დიდი რაოდენობით მიწოდება ჩვენებისთვის!

ამასობაში ჩვენებმა ოფიციალურად მიმართეს ისრაელს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე, ხოლო საგარეო მინისტრმა დმიტრო კულებამ შეიტანა პრეზიდენტთან განსახილველად საკითხი ირანთან დიპ.ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე.

როიტერის ინფორმაციით, კიდევ განაგრძობს ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას

უკრაინა გაეროს ექსპერტებს იწვევს უპილოტო საფრენი აპარატების გამოსაკვლევად

ბუკა პეტრიაშვილი: „დრონებთან ომი იქნება უახლოეს პერიოდში აქტუალური! უკრაინამ სამამულო წარმოების დრონზე მუშაობა დაასრულა და მის წარმოებას იწყებს! მალე კრემლის თავზე გაისმას „ხლაპოკები!“

ესტონეთის პარლამენტმა გუშინ მიიღო რეზოლუცია რუსეთის ტერორისტილ სახელმწიფოდ ცნობის შესახებ!

გერმანია დამატებითი შეიარაღება და აღჭურვილობა გამოუგზავნა უკრაინას!

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების ომპერია დაინგრევა!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“,- წერს ბუკა პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები