LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს – ნანუკა ჟორჟოლიანი

694
BeFunky-collage - 2020-10-29T204745.992
“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” შემაჯამებელ შეხვედრაზე, ბუბა კიკაბიძის მიერ ნაწილობრივ რუსულად შესრულებულ „თბილისოს“ დიდი გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა.

ამ ფაქტს გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს ტექნიკური ჯგუფის ხარვეზი იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“”ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას.

ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს“,-დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციაზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სიმღერა “თბილისოს” ნაწილი რუსულად იმღერა.

“ნაციონალური მოძრაობის” შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბუბა კიკაბიძემ “თბილისო” ქართულ-რუსულად იმღერა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები