LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელი-ქუთაისის ავიაბილეთი 9 ევროდ იყიდება

2294
wizz-air

ბრიუსელი-ქუთაისის ავიაბილეთი 9,99 ევროდ იყიდება. ინფორმაცია ავიაკომპანია Wizz air-ის ოფიციალურ ვებგვერდზე დევს. საუბარია უკანა გზის ავიაბილეთზე, ნოემბრის პერიოდში. შეღავათიანი ფასით ბილეთის შეძენას Wizz air-ის კლუბის წევრები შეძლებენ.

შეგახსენებთ, ბელგიის დედაქალაქში ქუთაისიდან ფრენა 10 სექტემბრიდან დაიწყება. ამავე პერიოდში იწყება ფრენა კიდევ დამატებით 5 ახალი მიმართულებით: ეინდჰოვენი, ტალინი, კოპენჰაგენი, ბარი და ბაზელი.

12 ახალი ევროპული მიმართულება ქუთაისიდან - რომელ ქალაქებში იფრენთ წლის ბოლოდან

შეთანხმებას ხელი ქართულმა და უნგრულმა მხარეებმა უკვე მოაწერეს.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ Wizz air – ის მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებითაც დაიწყებს: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი, ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება დაემატება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა და ჰერაკლიონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები