LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი თინეიჯერ შვილებთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)

707
brtn-children

შაბათი და კვირა ბრიტნი სპირსმა შვილებს დაუთმო და 13 წლის შონთან და 12 წლის ჯეიდენთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. დედა და შვილებმა დრო „დისნეილენდში“ გაატარეს და შთაბეჭდილებებზე ბრიტნიმ „ინსტაგრამზე“ დაწერა: „ჩემი ბიჭები უკვე გაიზარდნენ, დღითი დღე ერთობლივ ფოტოზე დათანხმება რთულდება. ამიტომ ისე მიკვირს, რომ დღეს ორივე დამთანხმდა“ – დაწერა 37 წლის მომღერალმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ბრიტნი სპირსის ვაჟებს მამასთან ცხოვრების უფლება მიანიჭა. ბიჭები 41 წლის კევინ ფედერლაინთან ცხოვრობენ, ბრიტნი კი მათ ალიმენტს უხდის.

ცნობილია, რომ ყოფილ მეუღლეს სურდა შვილებისთვის დედასთან ურთიერთობა სამუდამოდ შეეზღუდა. ამის მიზეზი კი ბრიტნის ემოციური არასტაბილურობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები