LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული შტამი გარკვეულ რისკებს ქმნის, ნიღბების გარეშე ფონს ვერ გავალთ, თუ არ გვინდა, რომ ისევ ჩავიკეტოთ – ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის რეკომენდაციები

504
BeFunky-collage (1)

ბრიტანული შტამი გარკვეულ რისკებს ქმნის, თუმცა ბევრი რამ რიგით ადამიანებზეც არის დამოკიდებული, ნიღბების გარეშე ფონს ვერ გავალთ – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ფორტუნას გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა, რითაც საქართველოში ბრიტანული შტამის სამი შემთხვევის დადასტურებას გამოეხმაურა.

ინფექციონისტის განმარტებით, თუ შემთხვევების სწრაფი აღმავლობა დაფიქსირდა და ამაში როლი ახალმა შტამმაც შეასრულა, შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი გახდება.

“ახალ შტამი გარდაუვალი იყო, იმიტომ რომ პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა და ჩვენს ქვეყანაშიც ადრე თუ გვიან, ყველა შემთხვევაში მივიღებდით მის გავრცელებას.

მინდა დავაზუსტო, რომ ახალ შტამთან დაკავშირებით, ერთადერთი ის პრობლემაა, რომ ის ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ საბედნიეროდ, დღემდე არსებული ინფორმაციით, მას უფრო მაღალი ლეტალობა და უფრო მძიმე ავადობა არ აქვს გამოხატული.

საბედნიეროდ, სკოლების გახსნის შედეგად, მკვეთრი ნეგატიური ეფექტი არ შეინიშნება, წესებს კარგად იცავენ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

თუ დღეღამური მაჩვენებლის დინამიკაში მკვეთრი მატება დაფიქსირდება, რეაგირება ძალიან მალე უნდა მოხდეს.

ცხადია, ეს ქმნის გარკვეულ რისკს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული აღმავლობა დაიწყოს, თუ მიიღო გავრცელება, ბევრი რამ რიგით ადამიანებზეც არის დამოკიდებული, თუმცა არა ყველაფერი, ამიტომ ყველას უნდა ახსოვდეს ის ბარიერები, რაც ვირუსს ხელს უშლის გავრცელებაში. არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება. ქუჩებში ვაკვირდები, თითქოს ბოლო დროს ნიღბების ტარების მხრივ ისევ მოდუნდა ყურადღება, ერთი პერიოდი ყველა კარგად იცავდა, ახლა ისევ შეიმჩნევა არასწორად გამოყენებული ნიღაბი ან საერთოდ, ზოგს არც უკეთია.

ნიღბების გარეშე ჩვენ ფონს ვერ გავალთ, თუ არ გვინდა, რომ ისევ ჩავიკეტოთ, ჩვენზე რაც არის დამოკიდებული ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

თუ მოხდა ისევ სწრაფი აღმავლობა და ამ ახალმა შტამმაც შეასრულა ამაში როლი, ამას უკვე ეპიდსიტუაცია გვიჩვენებს. სამწუხაროდ, შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი გახდება, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ საჭირო აღარ იქნება”. – განაცხადა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში “კვირის თემა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები