LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს იმუნური უჯრედი, რომელიც სიმსივნეს კლავს

1537
cancer1-2130923b-trans-NvBQzQNjv4BqqVzuuqpFlyLIwiB6NTmJwZwVSIA7rSIkPn18jgFKEo0

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს იმუნური უჯრედი, რომელიც სიმსივნეს კლავს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალმა „Nature Immunology”-მ გამოაქვეყნა. უჯრედი ბრიტანელმა მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს როგორც წარმოდგენა სიმსივნურ დაავადებებზე, ასევე მათი მკურნალობის მეთოდები. ინფორმაციას ,,ტელეგრაფი” ავრცელებს.

კარდიფის უნივერსისტეტის მკვლევარებმა, რომლებიც სისხლის ბანკიდან მიღებული სისხლის ნიმუშს იკვლევდნენ და ცდილობდნენ დაედგინათ, შეეძლო თუ არა იმუნურ უჯრედს ბაქტერიებთან ბრძოლა, შემთხვევით T ტიპის სრულიად ახალი უჯრედი აღმოაჩინეს.

ახალაღმოჩენილ უჯრედს აქვს რეცეპტორი, რომლის არსებობაც აქამდე ცნობილი არ იყო. რეცეპტორი სიმსივნით დაავადებულ ქსოვილზე კაუჭივით მოქმედებს და ეჭიდება მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს, ჯანსაღებს კი არ ეხება.

ლაბორატორიული კვლევების დროს გამოჩნდა, რომ ამ რეცეპტორით აღჭურვილი უჯრებედი კლავენ ფილტვის, კანის, სისხლის, ძვლის, მკერდის, ნაწლავის, პროსტატის, საკვერცხის, თირკმლის და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეებს.

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ენდრიუ სიუველის თქმით, T-უჯრედების უჩვეულო მოქმედებამ მეცნიერების გაოცება გამოიწვია, რადგან აქამდე მსგავსი უჯრედის არსებობის შესახებ არავინ იცოდა.

„არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელია და მაინც, აღმოჩენილია იმუნური უჯრედი, რომელსაც სიმსივნის ძალიან ბევრ ტიპთან ბრძოლა შეუძლია“ – განაცხადა მან.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვინმეს სიმსივნის წინააღმდეგ იმუნიტეტი ჰქონდა, პროფესორი პასუხობს, რომ ეს შესაძლებელია.

შესაძლოა ეს იმის მანიშნებელი იყოს, რომ ზოგ ადამიანს სიმსივნის საწინააღდმეგო იმუნიტეტი აქვს. შეიძლება ასეთი ტიპის უჯრედები ორგანიზმში ძალიან იშვიათია, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ეს უჯრედები აქვს ყველა ადამიანს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მათი რეცეპტორები გააქტიურებული არ არის“ – აცხადებს სიუველი.

იმუნოლოგები სიმსივნეების წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე იყენებენ იმუნოინჟინერიას, თუმცა ეს მხოლოდ ლეიკემიის გარკვეულ ტიპებს ეხება და სიმსივნის სხვა ფორმების წინააღმდეგ  ეფექტური არ არის.

ახალაღმოჩენილი უჯრედი კი სიმსივნურ მოლეკულას, MR1-ს პოულობს და უკავშირდება.

ეს იმას ნიშნავს რომ მისი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ სიმსივნის ბევრი სახეობის წინააღმდეგ, არამედ შესაძლებელია იმუნური უჯრედების ბანკებიც კი შეიქმნას, რომელთა საშუალებითაც ადამაინები ერთმანეთს დაეხმარებიან.

საცდელ თაგვებზე უჯრედის გამოცდამ დადებითი შედეგები აჩვენა.

იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული გამოცდების სხვა საფეხურებსაც წარმატებით გაივლის, ახალი მეთოდი პრაქტიკაში შეიძლება უკვე მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაინერგოს და შესაბამისად, ადამიანებზე იქნას გამოყენებული.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები