LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელები ეძებენ ადამიანს, ვისაც მდიდრულ კურორტებზე მოგზაურობისთვის ხელფასს გადაუხდიან

1695
dream-job

თუკი მსოფლიოს მოვლა თქვენს გეგმებშია, მაშინ ერთი ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. ტურისტულმა კომპანიებმა – The Ski Week და The Yacht Week „ოცნების ვაკანსია“ გამოაცხადეს. ჯგუფი რომელიც სამთო-სათხილამურო და საზღვაო ტურების ორგანიზებითაა დაკავებული, ეძებს ორ ადამიანს რომლებსაც მოგზაურობისთვის ფულს გადაუხდის.

შერჩეულ კანდიდატებს ბევრი მოგზაურობა, ფოტოებისა და ვიდეობის გადაღება და ამ მასალის სოციალური ქსელებით გავრცელება მოუწევთ.

დამსაქმებელი მზადაა, რომ პროფესიონალ ტურიტებს 2,200 დოლარიანი ხელფასი დაუნიშნოს და ასევე მათი გადაადგილებისა თუ ცხოვრების ხარჯებიც სრულად აანაზღაუროს. მუშაობის პროცესში ახალი თანამშრომლები – კანადას, შტატებს, ავსტრიას, ხორვატიას, საბერძნეთს, ჩერნოგორიას და გაერთიანებულ სამეფოში არსებულ კუნძულებს მოივლიან.

კანდიდატებს მოეთხოვებათ, რომ 21 წელს იყვნენ გადაცილებული და მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი ქონდეთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დამსაქმებელი არანაირ გამოცდილებას არ ითხოვს (იგულისხმება ფოტოსა და ვიდეოს გადაღების უნარები) და მთავარი – მონდომება და მოგზაურობის სიყვარულია.

განაცხადების მიღება პირველ ნოემბერს დასრულდება და თუკი მზად ხართ, რომ ბედი სცადოთ, მაშინ შეავსეთ – https://www.theyachtweek.com/best-job-ever

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები