LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელ ტურისტს, რომელსაც საქართველოში ველოსიპედი მოპარეს, ერთ-ერთი ქართული კომპანია დაასაჩუქრებს

458
BeFunky-collage (35)

28 წლის ბრიტანელ მოგზაურ როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა, თბილისში ველოსიპედი მოპარეს. ინფორმაცია თავად დაზარალებულმა გაავრცელა მოგზაურთა ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში და აღნიშნა, რომ შემთხვევა ჰოსტელ C2-თან მოხდა.

„აქამდე მოსასვლელად ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა გამოვიარე და 7500 კილომეტრი გადავლახე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა! მაგრამ, თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ, ეს დასასრულს ნიშნავს. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ გამაგებინოთ. გმადლობთ!” – დაწერა  მოგზაურმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელ მოგზაურს ერთ-ერთი ქართული კომპანია დახმარებას სთავაზობდა. “ფორტუნა” დაუკავშირდა დახმარების მსურველ „Bikes.ge“-ს, სადაც გავრცელებული ინფორმაცია დაგვიდასტურეს. კომპანიის დამფუძვნებელი ბექა კიკნაველიძე განმარტავს, რომ ფაქტი, რომელიც საქართველოში მოხდა, არის ცუდი, თუმცა ამან არ უნდა იმოქმედოს ქვეყნის საერთო საგარეო იმიჯზე. მისივე თქმით, ეს სამწუხაროდ პირველი შემთხვევა არ არის.

ბრიტანელ მოგზაურს თბილისში ველოსიპედი მოპარეს

“აქამდეც იყო მსგავსი შემთხვევები. ჩვენ გადავწყვიტეთ  როუან კემპბელს გავუკეთოთ საჩუქარი და გადავცეთ გერმანული ველოსიპედი. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ჯერ სამართალდამცველების საგამოძიებო მუშაობა არ დასრულებულა და შესაძლებელია მათ იპოვონ დაკარგული ველოსიპედი. როგორც ვიცი, კიდევ 4 დღეა დარჩენილი ტურისტის გამგზავრებამდე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ იპოვიან მოგზაურის კუთვნილ ტრანსპორტს, „Bikes.ge“  კომპანიის სახელით, გადავცემთ ახალ ველოსიპედს. ჩვენი სურვილის შესახებ Spend 4 Seasons in Georgia-ში უკვე იციან და მოხარულები არიან ჩვენი გადაწყვეტილებით”, – ბექა კიკნაველიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები