LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრექსიტი კიდევ ერთხელ გადაიდო: ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასასვლელად ვადა 31 ოქტომბრამდე მისცეს

150
C8KyOsYWkAAi4vU_5bf7b15784c89

ევროკავშირს ლიდერების გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასასვლელად ვადა 31 ოქტომბრამდე მისცეს.

„ჩვენი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოს ექნება კიდევ ექვსი თვე. მინდა მივმართო ჩემს ბრიტანელ მეგობრებს. ეს საკმარისი დროა, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ძალიან გთხოვთ, ნუ დაკარგავთ დროს უქმად“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლომდე ლონდონს აქვს საშუალება მთლიანად გადახედოს ბრექსიტის სტრატეგიას ან საერთოდ გააუქმოს.

ბრექსიტის გადავადების პირობების მიხედვით, ლონდონს ექნება უფლება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ნებისმიერ სასურველ დროს დატოვოს ევროკავშირი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თემთა პალატა თანმიმდევრული ბრექსიტის შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებს.

ტერეზა მეის თქმით, ის ეცდება უახლოეს დღეებში მიაღწიოს შეთანხმებას ე.წ. თანმიმდევრული ბრექსიტის შესახებ.

„ჩვენ უნდა დავტოვოთ ევროკავშირი შეთანხმების მიღების შემდეგ და ეს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები