LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე: პრაიდი არ ჩატარდება, თუ როგორ, ამას სიურპრიზად დავტოვებთ

205
collage

სიბილწის და გარყვნილების ზეიმი ე.წ. გეი აღლუმი საქართველოში არ უნდა ჩატარდეს,- ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომელიც ვერის ბაღში მივიდა. ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების გეგმა უცვლელი რჩება. როგორც ბრეგაძე აცხადებს, არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ „თბილისი პრაიდი“ ჩატარდეს. თუ რა გზებს მიმართავენ მათთვის ხელის შესაშლელად, ბრეგაძე არ ახმოვანებს და ამბობს, რომ ამას სიურპრიზად დატოვებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არსებობს თუნდაც 1 % შანსი იმისა, რომ საქართველოში „გეი აღლუმი“ ჩატარდეს. საქართველო დარჩება ქრისტიანულ ქვეყანა, სადაც „გეი აღლუმი“ არ ჩატარებულა და ჩვენ ამით ვართ ამაყები. კარგად იცით, რომ განსაკუთრებული აქტივობებით ამ დღეებში არ გამოვირჩეოდით, ეს ერთი შეხედვით, მაგრამ მეორეს მხრივ, ყოველდღიურად ვმუშაობდით. ჩვენ გვყავს საკმაოდ სერიოზული ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ. შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ „გეი აღლუმი“ არ ჩატარდება, თუ როგორ არ ჩატარდება, მოდი, ეს სიურპრიზად დავტოვოთ ყველასთვის.

ჩვენ ვართ ყველანი ერთიანი, მეც, „მარშიც“, ლევან ვასაძეც , გურამ ფალავანდიშვილიც, რადგან ჩვენ ყველა ვიბრძვით ერთი მიზნისთვის – საქართველოში გარყვნილების პროპაგანდა არ უნდა იყოს. ეს არის უმთავრესი მიზანი. თუ შეიგნებენ უმცირესობების წარმომადგენლები, ძალიან კარგი იქნება. მათ არავინ არ უშლის არც ცხოვრებას, არც სოციალურ აქტივობას, არც მუშაობას, სწავლას, განათლების მიღებას და შეიგნონ ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დარწმუნებით შემიძლია ერთი რამ გითხრათ, უბრალოდ სიურპრიზს ვერ გაგიმხელთ, სახალხო მღელვარება იქნება გარდაუვალი“,- განაცხადა ბრეგაძემ.

თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება, სპექტაკლი “კავკასიური მეტამორფოზა”, რომელიც ლგბტქ+ ადამიანების პრობლემებს ეხება, წარმატებითა და ექსცესების გარეშე დასრულდა.

LGBTQI პრაიდი 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორისაა საერთაშორისო კონფერენცია  და “ღირსების მარში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები