LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტს ახალი რომანის გამო ანჯელინასთან ურთიერთობა დაეძაბა

282
brdjile20911

მედიაში გავრცელებულმა ახალმა ინფორმაციამ, ბრედ პიტის რომანის თაობაზე, უარყოფითად იმოქმედა ანჯელინა ჯოლიზე. დღეს გამოცემები წერენ, რომ ენჯის ისევ ფსიქიკური აშლილობა აქვს და ყოფილი მეუღლეების კონფლიქტი ახალ საფეხურზე გადადის. ბოლო დროს ჯოლი და პიტი ერთად საოჯახო სეანსებს ესწრებოდნენ, რომელსაც კვალიფიციური ფსიქოთერაპევტი მართავდა. ახლა კი ჯოლიმ ამ სეანსებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

გამოცემა Us Weekly წერს, რომ მეუღლეებს შორის უთანხმოება ისევ ბავშვების გამო დაიწყო. ამ დრომდე გაურკვეველია, რამდენი დრო შეიძლება გაატაროს პიტმა შვილებთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები