LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ქორწილში გამოსულმა მომღერალმა წყვილის საოცარ კავშირზე ისაუბრა

255
LOS ANGELES - SEPTEMBER 19:  Actors Jennifer Aniston and husband Brad Pitt attend the 56th Annual Primetime Emmy Awards at the Shrine Auditorium September 19, 2004 in Los Angeles, California.  (Photo by Kevin Winter/Getty Images)

51 წლის ჯენიფერ ენისტონი და 56 წლის ბრედ პიტი უკვე 15 წელია, რაც განქორწინდნენ, თუმცა, მათ შესაძლო შერიგებაზე საზოგადოება კვლავაც საუბრობს. ამ ყველაფერს ხელი როკ-მომღერლის, მელისა ეტერიჯის განცხადებამ შეუწყო, რომელიც 2000 წელს, წყვილის ქორწილში მღეროდა. ასევე გულშემატკივრებს კულისებში წყვილის თბილმა შეხვედრამ გაახარა და კვლავ მიეცათ იმედი, ენისტონი-პიტის ხელახლა გაერთიანებისა.

მომღერალმა გაიხსენა ბრედისა და ჯენიფერის ერთად ყოფნის პერიოდი და განაცხადა, რომ ისინი საოცარი წყვილი იყვნენ. მათ განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა ყველას, რომ ჯენი და ბრედი ერთად ყველანაირ წინააღმდეგობას გადალახავდნენ.

„მე იმედი მაქვს, რომ ისინი სამუდამოდ საუკეთესო მეგობრებად დარჩებიან“ – განაცხადა არტისტმა.

შეგახსენებთ, წყვილი 2000 წელს დაქორწინდა და მალევე დაშორდა ერთმანეთს, ტაბლოიდები ირწმუნებოდნენ, რომ ჯენიფერს ბრედისგან შვილების გაჩენა არ სურდა და მიზეზიც ეს იყო, თუმცა, თავად ენისტონმა ეს ჭორები უარყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები