LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტის 5 საუკეთესო ფილმი

pitt

30-წლიანი კარიერა და 60-ზე მეტი ფილმი, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციები, საუკეთესო რეჟისორებთან თანამშრომლობა და საკუთარი საპროდიუსერო კომპანია – როგორც ჩანს, ბრედ პიტმა, რომელმაც 18 დეკემბერს 55 წლის იუბილე აღნიშნა, კარგად იცის წარმატების ფასი.

„იქ, სადაც მდინარე მიედინება“ (A River Runs Through It) – 1992 წელს ბრედ პიტმა, რომელიც მანამდე მხოლოდ ეპიზოდური როლებით კმაყოფილდებოდა, პირველი მთავარი როლი მიიღო რობერტ რედფორდის დრამაში და როგორც თავად აღნიშნა, მთელი ფილმის მანძილზე ნერვიულობდა, რადგან უძლიერესი სამსახიობო შემადგენლობის ფონზე, გამოუცდელ ახალბედად გრძნობდა თავს.

„ინტერვიუ ვამპირთან: ვამპირის ცხოვრების ქრონიკა“ (Interview with the Vampire: The Vampire Chronicles) – ენნ რეისის რომანის ეკრანიზაცია, რომელიც ნილ ჯორდანმა განახორციელა, მსახიობისთვის გარდამტეხი აღმოჩდა, რადგან სწორედ ლუი დე პონ დიულაკის როლმა მოუტანა აღიარება. ფილმი „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი გახდა, თავად პიტმა კი, MTV Movie Awards-ის ორი პრემია დაიმსახურა.

„შვიდი“ (Se7en) – დევიდ ფინჩერს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრული მსახიობის შემოქმედებაში, პიტი 1995 წელს შეხვდა 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრილერის გადაღებებზე, რომელსაც მოგვიანებით, ნუარის ჟანრის საუკეთესო ნამუშევარი უწოდა და აღიარა, რომ სწორედ ფინჩერის ხელმძღვანელობით გაიარა საუკეთესო სამსახიობო სკოლა.

„ეშმაკის საკუთრება“ (The Devil’s Own) – ირლანდიელი ტერორისტის როლი საკმაოდ რთული აღმოჩნდა უკვე გამოცდილი მსახიობიოსთვის, რადგან ირლანდიური დიალექტის და ქუჩის ორთაბრძოლების ტექნიკის შესწავლა მოუწია.

„შვიდი წელი ტიბეტში“ (Seven Years in Tibet) – რთული სამუშაო ბრედ პიტს არასდროს აშინებდა, ამიტომ სიამოვნებით დათანხმდა ცნობილი ავსტრიელი მთამსვლელის ჰეინრიხ ჰარერეს როლს და ენთუზიაზმით შეუდგა ალპებში ვარჯიშს. სხვათაშორის, ფილმის გადაღებებზე მსახიობი ისე გაიტაცა ბუდიზმმა, რომ აქტიურად შეუდგა მის შესწავლას, თუმცა საჯაროდ აფიშირებას ყოველთვის ერიდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები