LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო და მარგო რობი ტარანტინოს ახალი ფილმის პირველ თრეილერში  (ვიდეო)

450
5

დიდი მოლოდინის შემდეგ, საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა შეაფასოს ქუენტინ ტარანტინოს მეცხრე მასშტაბური კინოპროექტი. „ერთხელ ჰოლივუდში“, ასე ქვია ახალ ფილმს, რომლის გადაღებები მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. დღეს ინტერნეტში ფილმის პირველი თრეილერი გამოჩნდა, სადაც ლეონარდო დიკაპრიო რიკ დალტონს, ბრედ პიტი კი, კლიფ ბუტს განასახიერებს. ცნობილი მსახიობი და მისი კასკადიორი შემთხვევით ჩარლი მენსონის სექტის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის მომსწრეები ხდებიან. რეალურ ისტორიაზე გადაღებულ ფილმში სასტიკად მოკლული მსახიობის, შერონ თეილის როლს მარგო რობი ასრულებს.

ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ ეკრანებზე ზაფხულში გამოდის და ის უდაოდ წლის მთავარ კინომოვლენად იქცევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები