LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო და მარგო რობი – ქუიენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი კანში აჩვენეს (ფოტო)

1243
pittdicapriorobi

კანის 72-ე ფესტივალის ფარგლებში ქუენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ წარადგინეს. ბოლო წუთამდე არ იყო ცნობილი, მოხვდებოდა თუ არა წლის მთვარი კინოსურათი საკონკურსო პროგრამაში, თუმცა მონტაჟი მოესწრო და მაყურებელმა ფილმი უკვე იხილა. ფილმი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე თავად ქუენტინ ტარანტინომ, ლეონარდო დიკაპრიომ და მარგომ რობიმ წარადგინეს. სამსახიობი გუნდი სრული შემადგენლობით კანის წითელ ხალიჩაზე დიდხანს პოზირებდა.

ამავე დროს კომპანიამ Sony Pictures Entertainment ინტერნეტში ფილმის ახალი თრეილერი გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ჩარლი მენსონის სექტაზე გადაღებული ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა 26 ივნისაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები