LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი და ქეით ჰადსონი: მეტი, ვიდრე მეგობრობა

461

2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინებაა. ერთ დროს ყველაზე ლამაზი წყვილი დღეს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს და ბავშვებზე მეურვეობის საკითხის თავის სასარგებლოდ მოგვარებას იმედოვნებს.

იმ დროს, როდესაც ჯოლის აღნიშნული სკანდალის გამო ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი უდგას და ამაზე მასთან დაახლოებული პირები საუბრობენ, პიტი პირიქით – ბედნიერებისგან ბრწყინავს.

ფილმ „მოკავშირეების“ პრემიერაზე ბრედმა თაყვანისმცემლები გააოცა: მსახიობმა მკვეთრად დაიკლო წონაში და გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება. გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ მას რომანი აქვს. მარიონ კოტიარისა და მარგო რობის კანდიდატურის შემდეგ ჯერი 37 წლის ქეიტ ჰადსონზე მიდგა. სწორედ მას მიაწერენ პიტის ვიზუალის გაუმჯობესებას.

„კეიტი სწორედ ის ცნობილი მსახიობია, რომლის ვინაობაც აქამდე გასაიდუმლოებული იყო და რომელმაც ბრენდს ჯოლი შეუცვალა“, – სწორედ ასეთი შინაარსის ამბები ვრცელდება დასავლურ ტაბლოიდებში. ინფორმაციას მსახიობის პირადი დაცვაც ადასტურებს. მისი თქმით, კეიტი და ბრედი სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, მუდმივად კონტაქტობენ ტელეფონით. შესაძლოა, სწორედ ის გახდეს ბრედის მეწყვილე, მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე ისიც მარტოა“, – აცხადებს ვარსკვლავის პირადი დაცვა, კრის ჰერცოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები