LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი 19 წლის შემდეგ ისევ ერთად ითამაშებენ

214
#FORTUNANEWS (2)

51 წლის ჯენიფერ ენისტონისა და 56 წლის ბრედ პიტის შერიგებას მსოფლიო დიდი ხანია ელოდება. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ მსახიობებს მალე ისევ ერთად ვიხილავთ. ეს კი 20 აგვისტოს Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოხდება. ენისტონი და პიტი შონ პენის მიერ შექმნილი ორგანიზაციის მხარდასაჭერ აქციაში ჩაერთვებიან, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ფულის შეგროვებას ისახავს მიზნად. მსახიობებს ცნობილი კომედიური ფილმიდან „რიჯმონტის სკოლა“, ცნობილი სცენების საჯარო კითხვა მოუწევთ. უცნობია, მოხვდებიან თუ არა ისინი საერთო სცენაში.

ბოლოს ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ერთად 2001 წელს გამოჩნდნენ სერიალში „მეგობრები“. ამ დროისთვის წყვილი უკვე დაქორწინებული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები