LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება: ნიკა მელია

80
FORTUNA.GE- (6)

“შეკრებილ ხალხს არაფერი აერთიანებს გარდა უსამართლობისა და გაყალბებული არჩევნებისა. ოპოზიციის მხრიდან ძალისხმევა გაძლიერდება. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება. ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ  ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი.

“როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, როდესაც ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, როდესაც სასამართლო სისტემა აღარ არსებობს და სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ბუნებრივია, ეს პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში” – აცხადებს ნიკა მელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები