ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ტიტეს დაითხოვს, თუ მან და მისმა გუნდმა მოახლოებულ კოპა ამერიკაზე უმაღლეს შედეგს ვერ მიაღწია.

A Bola-ს აქვს ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი ფუნქციონერები აპირებენ პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო მიიწვიონ. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულისთვის ჯერ ისევ პრიორიტეტი საკლუბო კარიერაა, ბრაზილიაში ეიმედებათ, რომ ჟოზეს მოელაპარაკებიან.

მოურინიოს 2018 წლის დეკემბრის მერე უმუშევარია, რაც „მანჩესტერიდან“ გაუშვეს.

2018 წლის მსოფლიო პირველობაზე ტიტეს ბრაზილია ¼ ფინალიდან გავარდა, რომელსაც ბელგიამ მოუგო.
კოპა ამერიკა სწორედ ბრაზილიაში გაიმართება.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05