LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემატება

107
71511426-1118829454973922-4364871234521923584-n

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისჯვარში 30 ნომრიანი სასტუმროინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პროექტის მხარდასაჭერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ციხისჯვარში მდებარე 16 481 კვ.. მიწის ნაკვეთი , ელექტრონულ აუქციონზე, 51 000 ლარად გაყიდა.

შეგახსენებთ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარებას. დღეის მდგომარეობით, კერძო სექტორში უკვე გადატანილია 26 ერთეული უძრავი ქონება, რომელთა ჯამური ღირებულება 62 405 001 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონ ლარზე მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები