„ბორჯომობის“ დღესასწაულზე, წვიმის დროს, ფერადი ქოლგებისგან გაკეთებული დეკორაცია, ღონისძიების მაყურებელმა თვითნებურად ჩამოხსნა. ქოლგების ნაწილი მათ მერიის თანამშორმლებმა ჩამოართვეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, რომ ღონისძების ორგანიზატორი ერთ-ერთი პირი მოქალაქეებს მოუწოდებს ქოლგები ადგილზე დააბრუნონ და აფრთხილებს მათ, რომ ისე ტერიტორიას ვერ დატოვებენ. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი მას წინააღმდეგობას უწევს, სხვები კი მოუწოდებენ, რომ “ხალხს თავი დაანებოს”.