LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონი: პუტინი თუ არ გავაჩერეთ უკრაინაში, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს

122
https___cdn.cnn.com_cnnnext_dam_assets_220412085815-boris-johnson-0407

პუტინი თუ არ გავაჩერეთ უკრაინაში, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

როგორც პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, დაანაწევრონ მათი მეზობლები.

„ჩვენი პრიორიტეტი არის გაერთიანება მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება მის გაბედულ ბრძოლაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ თუ პუტინს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს რევანშისტული თავდასხმებისთვის. ჩვენ არ ვიცავთ რაიმე აბსტრაქტულ იდეალებს, არამედ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, დაანაწევრონ მათი მეზობლები და თუ ეს ოდესმე იქნება დაშვებული, მაშინ არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ“, – განაცხადა ჯონსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები