LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლომდე გჯეროდეთ, რომ ყველაფერს შეძლებთ” – ლაშა ტალახაძე “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში

lasha talaxadze

ქართველი ძალოსანი, 2018 წლის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე რადიო „ფორტუნასთან“ 2018 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ 2018 მისთვის ძალიან წარმატებული და გამორჩეული წელი იყო.

„2018 წელი არა მარტო ჩემთვის, ზოგადად ქართული სპორტისთვის და სპორტსმენებისთვის კარგი წელი იყო. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ასე კარგად გაგრძელდება და უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევენ ქართველი სპორტსმენები,“ – აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი.

ლაშა ტალახაძემ დამწყებ სპორტსმენებს ურჩია, რომ თავდაუზოგავად იშრომონ იმ მიზნისთვის, რაც დასახული აქვთ.

“ბოლომდე გჯეროდეთ, რომ ყველაფერს შეძლებთ და გიყვარდეთ ის საქმე, რომელსაც აკეთებთ.

როდესაც დიდ სპორტზე ფიქრობ, გართობა, თუნდაც ოჯახის წევრებთან სიახლოვეს ყოფნა შეიძლება ხშირად ვერ მოახერხოთ, მაგრამ ამ ყველაფერს თუ გაუძლებს სპორტსმენი, შრომა აუცილებლად დაუფასდება და ის სიხარული, რომელსაც შემდეგ მიიღებს, ენით აუწერელი იქნება,“ – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

მომავალ წელს ლაშა ტალახაძისთვის მთავარ მიზანს, ევროპის ჩემპიონატი წარმადგენს, რომელიც საქართველოში, კერძოდ, ბათუმში გაიმართება. ასევე წლის მიწურულს მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც იმედოვნებს, რომ ტიტულების მეოთხედ მოპოვებას შეძლებს.

ქართველმა ძალოსანმა, საქართველოს მოსახლეობას სურვილების ასრულება და მატერალური კეთილდღეობა უსურვა. მან ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე გაბრწყინდება და გამთლიანდება.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სპორტის სამინისტრომ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი სწორედ ლაშა ტალახაძე გახდა. ის სპორტულმა ჟურნალისტებმაც წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

ლაშა ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები