LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 8 წელში რუსმა ოკუპანტებმა 2634 პირი უკანონოდ დააკავეს, დაიღუპა – ოთხი

60
ოკუპაცია 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს მონაცემებს, რომლის თანახმადაც, 2012 წლის შემდეგ ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმმა 2634 ადამიანი უკანონოდ დააკავეს.  სუსის ინფორმაციით თანახმად, აქედან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით – 1 603 პირი, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით კი – 1 031 პირი დააკავეს.

2012 წლიდან დღემდე ოკუპაციის შედეგად, დაიღუპა ოთხი ადამიანი.

ინფორმაცია სუსიდან “ფორმულამ” გამოითხოვა, მათ აინტერესებდათ მონაცემები 2008 წლიდან 2020 წლამდე, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ სრულყოფილ ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.

სუს-ის ცნობითვე, საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულთაგან ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით სამი ადამიანი რჩება, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – არც ერთი. 

შეგახსენებთ, დღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები