LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში თვითიზოლაციის წესი 13-მა ადამიანმა დაარღვია

276
1584099257-ხარაგაული-e1584099264100

“თვითიზოლაციის წესი ჯამში 55 ადამიანმა დაარღვია”, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეებმა თვითიზოლაციის წესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაარღვიეს და თითოეული მათგანი საკარანტინო ზონაში იძულების წესით გადაიყვანეს.

“საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულებისა და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კვლავ აქტიურად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა.ყველა მოქალაქე, რომელმაც შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი” – წერია განცხადებაში.

ერთი ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე: საჭიროა თუ არა განგაში

"ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადება დამოკიდებულია მოსახლეობისა და დაავედებულთა რაოდენობაზე".  

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მთავრობამ 18 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აკრძალა. “კოვიდ 19”-თან დაკავშირებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები