LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა

97
publika.ge--02-1024x580

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 კი გამოჯანმრთელდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5 ახალი შემთხვევიდან 3 უკვე ინფიცირებულების კონტაქტებია, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.

ამჟამად, საქართველოში კორონავირუსის 728 დადასტურებული შემთხვევაა დარეგისტრირებული.  ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 509 პაციენტს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები