LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 100 წელიწადში გამქრალი ქვეყნები

1173
tanzania-travel.adapt.1900.1

ხალხი და ქვეყნები ადამიანის წარმოშობის დღიდან ომობენ, ამიტომ ხდება მუდმივად ტერიტორიების გადაკეთება. დღეისათვის მსოფლიო რუქა თითქოს დასტაბილურდა, მაგრამ ვინ ვინ და ჩვენ კარგად მოგვეხსენება, თუ რას ნიშნავს რუქაზე საკუთარი ტერიტორიის სხვაგვარად მონიშვნა ან მცდელობა. მოკლედ, დღემდე ხდება ისე, რომ ესა თუ ის ქვეყანა ჩნდება ან ქრება.

 

მორესნეტი

ამ ადგილისთვის იბრძოდნენ სპარსეთი, ჰოლანდია, ბელგია და ყველაფერი თუთიის ადგილმდებარეობის გამო. 1816 წელს ეს ადგილი ნეიტრალურად აღიარეს და მას ყავდა საკუთარი მერი, ქონდა დროშა და ჰიმნი. თუმცა 80 წლის შემდეგ თუთიის მთელი მარაგი მოიპოვეს და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მორესნეტი ბელგიის ნაწილი გახდა.

 

ტიბეტი

ეს ქვეყანა 1951 წლის შემდეგ აღარ არის. მაგრამ ადგილობრივი დალაი-ლამა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდა ჯარის შექმნას, თუმცა ადგილობრივმა სასულიერო პირებმა არ დაუჯერა. შედეგი: ტიბეტი ჩინეთმა დაიპყრო.

 

ბავარიის სსრ

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ საბჭოთა კავშირში 15 რესპუბლიკა იყო, მაგრამ რევოლუციისა და პირველი მსოფლიოს მერე იყო ბავარიის სსრ-ც. მან მცირე ხნით იარსება და მასზე ცოტა ვინმეს თუ სმენია.

ცეილონი

რამდენი ჩაის არომატია ამ სახელწოდებაში. ცეილონი ევროპელებმა ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში დაიპყრეს, დროთა განმავლობაში მფლობელები იცვლებოდნენ, კოლონიის ბოლო მმართველი ბრიტანეთი იყო.
1972 წელს ამ ადგილმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და მაშინვე შეიცვალა სახელწოდება – შრი-ლანკა.

სპარსეთი

ეს სახელმწიფო მთლად არ გამქრალა, უბრალოდ სახელწოდება შეიცვალა, თუმცა მას შემდეგ ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა, მათ შორის ტერიტორიალური.
სახელის შეცვლა გერმანიის რეკომენდაციით მოხდა. ეს ქვეყანა ყველამ ირანის სახელით იცის.

ზანზიბარი

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. ის 75 კუნძულზე მდებარეობდა. ისლამი აქ სპარსელებმა შეიტანეს, შუასაუკუნეებში აქტიურად ვაჭრობდნენ მონებით.
1964 წელს ზანზიბარი შეურთდა ტანგანიკას და წარმოიშვა ტანზანია.

 

დალმაციის სამეფო

1918 წლამდე იარსება. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნები მართავდნენ, ამიტომ აქ ბევრი ეროვნების ხალხი ცხოვრობს და ბევრ ენაზე ლაპარაკობენ.
1815 წლამდე ამ ადგილს ვენეცია განაგებდა, ახლა დალმაცია ხორვატიას ეკუთვნის.

 

მონტენეგროს სათავედო

მან მცირე ხნით იარსება, დაახლოებით 60 წელი. ამჟამად მის ტერიტორიაზე სხვა მონტენეგროა. სამეფოს დამაარსებელი იყო დანილო.
იყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ოსმალებთან და ის მოიგეს. შემდეგ ქვეყანამ კონსტიტუცია მიიღო.

 

ბრაუნშვეიგის თავისუფალი ქვეყანა

ამ სახელმწიფომ მცირე ხნით იარსება, ის ჩამოყალიბდა ადგილობრივი ჰერცოგის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შედეგად და სოციალისტური იყო.
1919 წელს გერმანელები შევიდნენ და ბრაუნშვეიგმა შეწყვიტა არსებობა როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ.

სიამი

ეს ქვეყანა 1238 წელს გამოჩნდა და 700 წლის შემდეგ გაქრა. ის აზიაში ყველაზე მძლავრი განათლების კერა იყო, მოიცავდა მრავალ ტერიტორიას. 1932 წლის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყანას ტაილანდი ეწოდა.

 

ვინ იცის, მსოფლიოს როგორი რუქით ისწავლიან ჩვენი შვილები და შვილიშვილები და რას მოუტანს სამყაროს ახალი ქვეყნების წარმოშობა თუ გაქრობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები