ხვალ, 23 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი უქმდება.

საკარანტინო ზონებად 2 სოფელი რჩება: მუშევანი და გეტა.

საკარანტინე ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მანვე აღნიშნა, რომ საკარანტინე ზონებში მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვა – ირაკლი ჩიქოვანი

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება

23 მაისიდან ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05