LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლივით აორთქლდა, პირველ რიგში თავის თავს ემალება – კობახიძე გახარიაზე

152
kobaxa da gaxo

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

მის თქმით, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აუცილებლად დაიშლება.

„გახარიას, მოღალატის პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია. მისი პოლიტიკური პარტია აუცილებლად  დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო.

ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საქართველოს და თქვენ იცით, რომ არჩევნებიდან მეორე დღეა გასული და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა, იმ 100 ათას ადამიანს, ვინც მის პარტიას დაუჭირა მხარი.

ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ ის არის მოღალატე და შესაბამისად პირველ რიგში თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ციფრები ცხადყოფს “ოცნების” შთამბეჭდავ გამარჯვებას – კობახიძე მანდატების გადანაწილებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები