LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკუჩავა: ჩანაწერის ფიგურანტები შტაბის წევრები არ არიან

206
t43

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი ორი პირი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან.

როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ განუცხადა, ყველა სახის განცხადებას გმობს შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

„ეს განცხადება უკიდურესი ცინიზმია არჩილ თალაკვაძისგან, მამუკა მდინარაძისა და გიორგი გახარიასგან მაშინ, როცა სანდრა რულოვსის მთელი საარჩევნო კამპანია ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა, ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ძალადობრივ განცხადებებს, არამედ ფიზიკურ ძალადობას მის წინააღმდეგ.

ორი პირი, რომელიც დასახელებული იყო აუდიოჩანაწერში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან, თუმცა ვგმობთ ყველა სახის განცხადებასაც კი შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, დაუყონებლივ გამოიძიოს, ჩანაწერი არის თუ არა ავთენტური და რა ვითარებაში მოხდა ჩაწერა. გამოვრიცხავ, რომ ჩანაწერი გაკეთებულია თათბირზე, რადგან ისინი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას არ ვენდობით, მოვითხოვთ, რომ გამოძიება ჩაატარონ. ჩემთვის ორი ქალის სახელი და გვარია ცნობილი, ერთ-ერთს ვიცნობ, თუმცა ვადასტურებ, რომ მათ გაერთიანებულ შტაბთან არანაირი შემხებლობა არ აქვთ. არ ვაპირებთ, რომ ვინმეს ან რამეს ხელი დავაფაროთ, გამოიძიონ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

"საუბრობენ თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი"- თალაკვაძე ჩანაწერს ავრცელებს

თალაკვაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციას გეგმავს

ზუგდიდში, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძე წარადგინა აუდიო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო თათბირიდან პარტიის შტაბის წევრებმა გამოიტანეს და “ოცნების” შტაბს მიაწოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები