LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერიას შემწყნარებლობას უწუნებენ – გადაეცით ნიკა მელიას, დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო (ვიდეო)

139
44f58123073f6863afa9ce14eed0d06a

„დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან,“ –  ასე ეხმაურება გიგა ბოკერია ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ ევროპული საქართველო ივანიშვილსა და მის გარემოცვას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს.

მას შემდეგ რაც, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ის ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაჭერის მომხრე არაა, ნიკა მელიამ მას კორცხელის ინციდენტი შეახსენა და თქვა, რომ  ევროპული საქართველოს მიერ დეკლარირებული პოლიტიკა “არავინ ციხეში” მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ბოკერიამ მელიას საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მარტივი საკითხია იმის „გადაყლაპვა კორცხელში, რაც მოხდა“, იმიტომ, რომ იმაზე ბევრად უარესი რამ მოხდა ამ ქვეყანაში“.

„როგორც ჩანს, მელიას უჭირს და ამას დიდი ღვთისმოსაობა არ სჭირდება. დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან. მაგას არ სჭირდება დიდი შემწყნარებლობა, რომ მაგის გადაბიჯება შეძლო. უნდა გესმოდეს პასუხისმგებლობა, თუ ხელისულებაში მოდიხარ, ქვეყანას წინ როგორ წაიყვან – ამაზეა ლაპარაკი და არა რაღაც პატარა, პირად ბოღმებზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

13 ოქტომბერს, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არ გაასამართლებენ არავის, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს.

ბოკერია მიიჩნევს, რომ  ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოჰყვეს პოლიტიკური დევნა.

ბოკერია: არ ვარ ეკლესიური, მაგრამ ვარ ქრისტიანული კულტურის ნაწილი

გიგა ბოკერია განმარტავს თავის განცადებას ღმერთზე

ამასთან, ბოკერია იმასაც ამბობს, რომ  “ევროპული საქართველო“ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის მემკვიდრეა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი ამ მემკვიდრეობას ჩამოშორდა.

პარალელურად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მის ყოფილ თანაგუნდელებს შემწყნარებლობას უწუნებს და ბოკერიას იმ განცხადებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვით პოლიტიკური დევნა არასწორია.

სოციალური ქსელით გაკეთებული გზავნილის მეტი სიმწვავისთვის პარტიულ ფერს ირჩევს და ბოკერიას “ხელის ბიჭად” და “ფულზე გაყიდულს” მოიხსენიებს.

,,თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით “ყველას მინუს მიშა”, ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება!”- დაწერა სააკაშვილმა

სააკაშვილი: გამარჯვება ქოცებზე და ევროქოცებზე! მალე საქართველოში!

,,მებრძვის მე ფორმულით "ყველას მინუს მიშა", ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი"