ბოკერია, ხოშტარია და ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური და ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული ჯგუფებია, ჩემთვის და არც ერთი პოლიციელისთვის ისინი არაფრით არიან განსხვავებული , – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, როდესაც მან გაიხსენა 8 ივლისი და ქალაქში ჩატარებული 4 აქცია.

„8 ივლისს, როცა ქალაქში ჩატარდა 4 აქცია, მათ შორის, ორი ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული , როცა ერთ მხარეს გვყავდნენ ბოკერია, ხოშტარია და მეორე მხარეს ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური და ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული ჯგუფები, ჩემთვის ისინი არაფრით არიან განსხვავებული. როცა პუშკინის სკვერში იკრიბება, შეიძლება, სამართლიანი პროტესტისთვის და პოლიცია სთხოვს, რომ იქ არის აგრესიულად განწყობილი ჯგუფი და იქნება აქ გამოთქვათ აზრი, და როცა ეს ხალხი, ვითომ ინტელექტუალური ოპოზიცია ამოფარებული ახალგაზრდებს და მათ ემოციებს, იძახის, რომ ჩვენ ამათ ვერ ვაკონტროლებთ და აუცილებლად მარში და მსვლელობა უნდა ჩავატაროთ, რომ შევქმნათ დაპირისპირების კიდევ ერთი კერა, რა დავარქვათ ამას? ეს არის რადიკალური ოპოზიცია. ჩემთვის და არც ერთი პოლიციელისთვის მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის“,- განაცხადა გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“.

მსგავსი თემები