LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბობი კრისტინა ბრაუნის სიკვდილზე ნიკ გორდონი პირველად ალაპარაკდა

2736

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი, ბობი კრისტინა ბრაუნი გასული წლის იანვარში საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ექიმებმა მაინც მოახერხეს 20 წლის გოგონას რეანიმაციაში გადაყვანა, თუმცა 6 თვის უშედეგო მკურნალობის ფონზე, ბობი კრისტინა ბრაუნი გარდაიცვალა.

უიტნი ჰიუსტონის ოჯახის წევრები მომხდარში ბობი კრისტინას მეუღლეს, ნიკ გორდონს ადანაშაულებენ, რომელიც ამ დროს სახლში იმყოფებოდა. თავად გორდონს კი ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. პირველი განცხადება ბობი კრისტინას გარდაცვალებაზე მხოლოდ ახლა გაკეთდა. ნიკ გორდონი დარწმუნებულია, რომ მეუღლემ თავი მოიკლა.

ჟურნალ The Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გორდონი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებდა ბობი კრისტინას უკან დასაბრუნებლად: „ჩემი დადანაშაულება მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ერთად ერთ სახლში ვიმყოფებოდი, უსამართლობაა“ – დასძენს გორდონი. მან ასევე დეტალურად გაიხსენა ის საღამო, როცა ტრაგედია მოხდა, ნიკი იხსენებს, რომ უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შემდეგ კრისტინა ნარკოტიკებსა და სასმელს მიეძალა, იმ დღს კი სასმელში გაურკვეველი ნივთიერებები შეურია: „იმ დღეს სახლში გვიან დავბრუნდი, ბობი კრისტინა თავის ოთახში იყო. მოულოდნელად მაკს ლომასის ყვირილი შემომესმა. მან უგონო მდგომარეობაში მყოფი ბობი აბაზანიდან იატაკზე გადმოიყვანა, თან ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. მე მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოვიძახე და კრისტინა საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაოდენ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს, ის რაც ბობი კრისტინას დაემართა, მხოლოდ მისი ბრალია“ -ამბობს ნიკ გორდონი.

შეგახსენებთ, რომ ბობი კრისტინა ბრაუნი 2015 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა და უიტნი ჰიუსტონის ოჯახმა ნიკ გორდონის წინააღდეგ  საჩივარი მალევე შეიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები