LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bloomberg-ზე საქართველოს შესახებ საიმიჯო ვებგვერდი შეიქმნა

191
Untitled

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ზე ქვეყნის შესახებ საიმიჯო ვებგვერდი შეიქმნა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების Bloomberg წარმომადგენლებმა გადაღებები საქართველოსა და ბრიტანეთში აწარმოეს.

„Georgia – A Pleasure Doing Business” კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ის სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე გასავრცელებლად დამზადდა საიმიჯო რეკლამა, სოციალური მედიისათვის გამოსაყენებელი ვიდეორგოლები, სტატიები და სიუჟეტები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბიზნესწრეებში საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის წარმოჩენა და ისეთი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მოგვცემს სწორი პოზიციონირების და სამიზნე აუდიტორაზე გასვლის საშუალებას. სწორედ ამიტომ არის Bloomberg ჩვენი პარტნიორი ამ მნიშვნელოვან საქმეში.“ – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

აქტიური კამპანია 2019 წლის ბოლომდე გასტანს და მოიცავს როგორც ევროპის, ასევე, აზიისა და აშშ-ს ბაზრებს.

▶იხ. კამპანიის ვებგვერდის ბმული: http://tiny.cc/Bloomberg-EnterpriseGE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები