ბიას მონაცემთა ბაზაში „ღონიძიებების ორგანიზების“ დარგში  474 კომპანია ფიქსირდება, აქედან აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა 374 კომპანია. ღონიძიებების ორგანიზაციები  იყოფა სხვადასხვა მიმართულელებებად ესენია:

  • კონფერენციების, პრეზენტაციების და ღონისძიებების ორგანიზება
  • ღონისძიებების გაფორმება
  • ღონისძიებებისთვის საჭირო ინვენტარის გაყიდვა, გაქირავება და მომსახურება
  • ფოიერვერკებით და პიროტექნიკით ვაჭრობა, მომსახურება
  • ქეითერინგი
  • სადღესასწაულო დარბაზები და ადგილზე მომსახურება

 

ბიას ონლაინპლატფორმის გვერდზე www.bia.ge-ზე ღონისძიებების ორგანიზებაში არსებული კომპანიების 8% არის იმპორტიორი კომპანია, ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, აღნიშნულ დარგში ექსპორტიორი კომპანიები არ გვხვდება.

იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია:

  • გერმანია
  • ჩინეთი
  • იტალია
  • ჰოლანდია
  • პოლონეთი

 

იმპორტირებული პროდუქციაში გვხვდება:

  • ღონისძიებებისთვის საჭირო ინვენტარის იმპორტი
  • ვიდეო–აუდიო ტექნიკის იმპორტი ასევე ხშირია
  • ფოიერვერკების იმპორტი

 

ბიას მონაცემთა ბაზის მიხედვით, ღონისძიებების ორგანიზებაში არსებული კომპანიების გადანაწილება ბრუნვისა და ზომის მიხედვით არის შემდეგნაირი.

  • მცირე კომპანია შეადგენს 80% (301 კომპანია)
  • საშუალო კომპანიები შეადგენს 16% (58 კომპანია)
  • ხოლო მსხვილი კომპანიები 4% (15 კომპანია)

 

ბიას ონალაინპლატფორმის მიხედვით, ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, ყოველწლიურად იზრდება აღნიშნულ სფეროში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, დარგი ბაზარზე უფრო მოთხოვნადი ხდება, უფრო მეტი კომპანია ცდილობს თუნდაც მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენოს და მიმართოს მათ მომსახურებებს.

(2012 წელს დარეგიტრირდა 28 კომპანია

2013 წელს დარეგიტრირდა  35 კომპანია

2014 წელს დარეგიტრირდა  67 კომპანია

2015 წელს დარეგიტრირდა  69 კომპანია

2016 წელს დარეგიტრირდა 49 კომპანია)

 

როგორც ბიას წარმომადგენელმა სალომე პატარიძემ ”ბიზნესკურიერის” ეთერში განაცხადა, ღონისძიებების ორგანიზება განვითარებულ ქვეყნებში მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. პატარიძის თქმით, მისი განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესტურიზმის ზრდაა. დღეს, საქართველოში  ბიზნესტურიზმი მთლიანი ტურიზმის 5.4%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც საქართველოს თავისი ადგილმდებარეობის გამო აქვს პოტენციალი გახდეს კორპორატიული და საქმიანი შეხვედრების ორგანიზების ცენტრი რეგიონში, როგორც ევროპელი, ასევე აზიელი სტუმრებისთვის.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ახლო მომავალში, ბიზნეს ტურიზმის ზრდის ხარჯზე ღონისძიებების ორგანიზება შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკისთვის მომსახურების სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვან დარგად ჩამოყალიბდეს.

მსგავსი თემები