LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები შემცირდა

131
xelfasi

ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.5 პროცენტით შემცირდა და 22.3 მილიარდი ლარი შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2020 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 9.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.3 პროცენტით ნაკლებია.

2020 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 58.8 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.8 პროცენტისაშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტიმცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43.7 პროცენტი, საშუალოზე – 25.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 30.6 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის II კვარტალში 12.9 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 7.7 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით ნაკლები).

2020 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 599.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 7.2 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 154.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.4 პროცენტით ნაკლები).

2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 175.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 65.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 916.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 29.7 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 204.1 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 289.9 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 055.2 ლარი.

2020 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 36.7 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 27.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 10.1 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.8 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.2 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები