ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შემცირების მნიშვნელობაზე საუბრობს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ეს პირდაპირ აისახება მშენებლობასა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობაზე. ლექვინაძე იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში იყო ჭარბვალიანობა და რეგულაციები სწორედ ამის გამო დაწესდა.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, მათ ბიზნესთან კონსულტაციები თავის დროზე ჰქონდათ და დაპირდნენ, რომ საკითხს 6 თვეში დაუბრუნდებოდნენ.

ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ბიზნესთან ამ საკითხზე მუშაობა განახლდება.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის რეგულაციების დაწესების შემდეგ, 2018 წლიდან ბანკების სესხებს შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გასცემენ. ბოლო დროს კი სამშენებლო ბიზნესის ნაწილში რეგულაციების შერბილებაზე საუბარი დაიწყო.

 

მსგავსი თემები