LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს ახალ კლიპში მომღერლის შვიდი წლის ქალიშვილი გამოჩნდა (ვიდეო)

450
lion-king-bncy

„მეფე ლომის“ ლონდონური პრემიერის შემდეგ ბიონსემ სიმღერაზე Spirit ახალი ვიდეოკლიპი წარადგინა. სიმღერა ანიმაციური ფილმის საუნდტრეკია, თავად ბიონსე კი ფილმის ერთ-ერთი გამხმოვანებელი. კლიპი არიზონას ჩანჩქერთან არის გადაღებული და ეს კადრები „დისნეის“ ანიმაციური ფილმის სიუჟეტს იმეორებს. კლიპის გადაღებებში მონაწილეობა ბიონსესა და ჯეი-ზის ქალიშვილმა, 7 წლის ბლუ აივიმ მიიღო.

სიმღერა Spirit პირველია ალბომიდან, რომელიც ბიონსემ მულტფილმისთვის  ჩაწერა. ალბომში 19 ტრეკია შესული, მათ შორის Can You Feel the Love Tonight, რომელსაც ბიონსე დონალდ გლოვერთან ერთადა სრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები