LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ და ჯეი-ზიმ „მონა ლიზა“ მეგან მარკლის პორტრეტით ჩაანაცვლეს (ვიდეო)

687
jayz

20 თებერვალს ბრიტანეთში წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოვება Brit Awards გაიმართა. ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი ბრიტანული ჯგუფი The 1975 გახდა, რომელმაც ორ კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება. ასევე ორი პრიზით ხელდამშვენებული დაბრუნდა სახლში კელვინ ჰარისი, რომელიც “წლის სინგლისა” და “წლის პროდიუსერის” კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა.

“საუკეთესო უცხოური ჯგუფის” ნომინაციაში ბიონსესა და ჯეი-ზის დუეტმა The Carters-მა გაიმარჯვა. მეუღლეები ცერემონიალს ვერ დაესწრნენ, თუმცა, სპეციალური ვიდეომიმართვით გადაიხადეს მადლობა. საინტერესო კი ის არის, რომ მათ ცნობილი კლიპიდან Apes**t, ის მომენტი გაიმეორეს, როდესაც ლუვრში „მონა ლიზას“ ნახატთან პოზირებდნენ, ამჯერად კი „მონა ლიზა“ მეგან მარკლის გვირგვინიანმა პორტრეტმა შეცვალა. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები