LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეითსი კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად მილიარდობით დოლარს დახარჯავს

403
billgatessnewssscvd19

,,მაიკროსოფტის” დამფუძნებელი ფილანტროპი მილიარდერი ბილ გეითსი მილიარდობით აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად. ,,ბილ და მელინდა გეითსების ფონდი” ამ დროისათვის მსოფლიოს მასშტაბით 7 ყველაზე იმედისმომცემ ვაქცინაზე მუშაობის პროცესს, ლაბორატორიულ და კლინიკურ კვლევებს დააფინანსებს. გეითსის თქმით, იგი სხვადახვა პროექტების ფარგლებში სხვადასხვა კომპანიებსა და ქვეყნებთან თანამშრომლობს, რათა დაიზოგოს რაც შეიძლება მეტი დრო.

მილიარდერის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ უდიდესი ალბათობით ამ შვიდიდან მაქსიმუმ 2 ვაქცინას აირჩევენ, იგი არ აპირებს დროის დაკარგვას და ვაქცინების საწარმოებელი ქარხნების მშენებლობისა და მოწყობის დაფინანსებას ახლავე დაიწყებს. “მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება, რომელი ვაქცინა მუშაობს, ჩვენ არ გვექნება ქარხნების შენებაზე დასახარჯი დრო” – ამბობს გეითსი.

მისი თქმით, მილიარდობით დოლარის დახარჯვა ასეთ საქმეში სრულიად გამართლებულია, რადგან კორონავირუსით გამოქვეული ეკონომიკური ზარალი გაცილებით დიდია და ტრილიონობით დოლარს შეადგენს.

,,ეს ყველაზე გამართლებული ხარჯია, რადგან ვაქცინა ერთადერთი რამაა, რასაც შეუძლია ძველებურად ცხოვრების საშუალება მოგვცეს. ვაქცინის გამოგონების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ძველებურად ვიცხოვროთ, შევიკრიბოთ სტადიონებზე და სხვადასხვა ადგილებში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ განვაგრძობთ სოციალურ დისტანცირებას და ყველა რეკომენდაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუკი გაგრძელდება მოსახლეობის ტესტირება, საბოლოოდ შესაძლებელი იქნება იმაზე ნაკლები ადამიანური დანაკარგებით დასრულდეს ეს ყველაფერი, ვიდრე ამას ვარაუდობენ. თუმცა ბუნებრივია, ძალიან დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოგვიწევს” – განაცხადა ბილ გეითსმა ერთ-ერთი შოუს ეთერში ჩართვისას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები