LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინას ნათელი ოთახები უფრო უყვარს, რომ მოვიდოდა, თავისი ხელით წევდა ფარდებს – გამზარდია

244
f63b41be3b8dcc1e1f242a0c27cf13e1

ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია “შაბათის კურიერში” გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც “ქართული ოცნების” წევრის სახელით ანონიმური წერილი გამოქვეყნდა:

“ქართული ოცნების” ვიღაც “ანონიმშიკმა” დეპუტატმა რომ გაავრცელა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებზე. იქ ერთი საინტერესო დეტალი იყო, ბიძინა ფარდების ჩამოფარებას ითხოვდაო… გამახსენდა, რომ თუ სწორად მახსოვს, ბიძინა ივანიშვილს პირიქით, ნათელი ოთახები უფრო უყვარს. 2030-ში მუშაობის დროს, ბიძინა რომ მოვიდოდა, ჩამოუვლიდა ხოლმე ოთახს და თავისი ხელით გაწევდა ფარდებს.

ათას ადამიანს ხვდებოდა და ესაუბრებოდა, მაგრამ სულ ღია ფარდებში. შეიძლება ბოლო წლებში შეეცვალა ბიძინა ივანიშვილს შეხედულებები, მაგრამ ჩემს დროს ასე იყო.

არ მიყვარს ხოლმე, როდესაც ადამიანს იმას აწერენ, რაც არ ახასიათებს, ვინც გინდა იყოს ის”, – ამბობს გამზარდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები