LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო: მამუკა მდინარაძე

76
FORTUNA.GE- (2)

“ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი. დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების შეუქცევად პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, რომელიმე ერთ პირზე, მათ შორის მასზე.” – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ძალიან დიდი გამოწვევაა, რომელსაც გუნდი გაუმკლავდება.

როგორც მამუკა მდინარაძემ თქვა, დარწმუნებულია, რომ როგორც მისთვის, ასევე მისი ყველა თანაგუნდელისთვის, ივანიშვილის მიერ თანამდებობის დატოვება გულდასაწყვეტია.

მისი განცხადებით, გუნდი გამოწვევას თავს გაართმევს და საქართველო დემოკრატიულ განვითარებას გააგრძელებს:

“საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას და იმ გზაზე სვლას, რომელიც 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოიპოვა. თავად მიაღწია იმას, რომ ეს დემოკრატიის შეუქცევადობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ვფიქრობ, ამ გამოწვევას „ქართული ოცნების“ გუნდი წარმატებით გაართმევს თავს, რადგან უკვე არსებობს მყარი ინსტიტუტები და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დემოკრატიის ისეთი საფუძვლები, რომელმაც, საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს.” – აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

ბიძინა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში დღეს ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ის საზოგადოებას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

 

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g