LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა მანქანა აჩუქეს

23409
BeFunky-collage (3)

ბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა მანქანა აჩუქეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანა მარშანია ავრცელებს.

ცნობისთვის, ეს ადამიანი ზაქარია დოლიძეა, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ კეთილ საქმეს აკეთებს. მან უკვე საქართველოს ბევრი რეგიონი მოაიარა და არაერთ ძაღლს თავშესაფარი აჩუქა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაქარია თავშესაფართან ერთად ცხოველებს საკვებსაც უტოვებს. ახალგაზრდა ამ ყველაფერს, უბრალოდ კეთილ საქმეს უწოდებს.

ზაქარია დოლიძეს მანქანა გადასცა “ალუტექ ჯორჯიამ “-კომპანიამ, რომელიც 2018 წლიდან ალუმინის პროდუქციას აწარმოებს.

ახალახანს კომპანიამ ახალი საწარმო გახსნა და მეტალოპლასტმასის პროდუქციაც დაიმატა. სწორედ ამ პრეზენტაციის დროს აჩუქეს ზაქარიას მანქანა.

ზაქარია დოლიძის შესახებ “რადიო თავისუფლების” სიუჟეტიდან გახდა ცნობილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2979449872077178&set=a.202970669725126&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები